2024-06-20 13:25:11
    
		
		
			გოგონა, რომელიც გუშინ, 19 ივნისს, რუსთავში მოძრავი ავტომობილიდან გადმოხტა, საავადმყოფოში რჩება.
როგორც "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 "კლინიკაში რჩება და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში. 
ექიმების თქმით, 20 წლის გოგონას მსუბუქ ფორმებში ტვინის შერყევა აღენიშნება და მისი კლინიკაში დარჩენა, პროფილაქტიკის მიზნით გახდა საჭირო.