რუსთავში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა

2023-05-12 00:19:13

რუსთავში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, 40 წლამდე მამაკაცსა და მი ასევე 40 წლამდე მეუღლეს შორის კამათი სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა რასაც სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოჰყვა. აღსანიშნავია რომ არსებული ინფორმაციით 1 თვის წინ მამაკაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.