ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. [ვიდეო/video]
მოტოციკლი ქვეითებს, ნათლიას და ნათლულს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.
ავარიის შედეგად 4 წლის ბავშვი და 33 წლის ქალი დაშავდა.
დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მცირეწლოვანი თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ქალს კი ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი.