რუსთავში 10 ავტოფარეხი აიღეს

2018-04-10 22:58:09

XII მიკრო-რაიონის #8 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 10 დღის წინ დაწყებული სამუშაოები თითქმის დასრულდა, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე მოხერხდა. ავტოფარეხების დემონტაჟს საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა, ხოლო ნაწილის აზრით ეს მიუღებელია, არც არის გასაკვირი რომ ამ ნაწილს სწორედ ფარეხების განმკარგავები მიეკუთვნებიან. "ინფო რუსთავს" ბოლო პერიოდში ხშირად უკავშირდებოდნენ რუსთავის მაცხოვრებლები და ინტერესდებოდნენ გაგრძელდება თუ არა ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი, ჩვენ ამ კითხვით ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას მივმართეთ. "თუ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები ერთსულოვნად გამოხატავენ სურვილს რომ მოხდეს ფარეხების აღება, მაშინ ჩვენ ამ სამუშაოებს განვახორციელებთ. რაც შეეხება XII მიკრო-რაიონს, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, მათ მთხოვეს ამ პრობლემის მოგვარება იყო ერთსულოვნება და შესაბამისად მოვახდინეთ დემონტაჟი" - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.