მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს

2024-05-05 16:13:49

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს.

გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის - გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.

შეგახსენებთ, 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.