უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი [video]

2018-03-31 12:48:18

რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟი 12 მიკრო-რაიონიდან დაიწყო. დემონტაჟი #8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 10 -მდე  უნებართვოდ აშენებულ ფარეხს უტარდება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში ავტოფარეხების უმეტესობა უნებართვოდაა აშენებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი დანიშნულების მიხედვით აღარ იყენებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ნაგებობების დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ხდება. უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე მინის სკვერი და სპორტული მოედანი გაკეთდება. ნახეთ ვიდეო


ავტოფარეხების შესაძლო დემონტაჟტან დაკავშირებით ინფო რუსთავმა მასალა რამდენიმე კვირის წინ მოამზადა.