აღდგომის დღე რუსთავის ქუჩებში [photo]

2024-05-05 12:37:20

სააღდგომოდ ქალაქებიდან რეგიონების მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი მიდის.

გამონაკლისი არც წლევანდელი აღდგომა ყოფილა, რაზეც ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე შექმნილი რამდენიმე საათიანი საცობიც მეტყველებს.

აღდგომის დღეს რუსთავშიც იგრძნობა, რომ რუსთაველების ნაწილმა ქალაქი დატოვა. ცენტრალურ ქუჩებზე შეიმჩნევა ავტომობილთა სიმცირე.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ცენტრალური ქუჩებიდან გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს.