რომელი აიპები უქმდება და რომელი ერთიანდება

2017-12-06 11:10:29

რუსთავის თვითმმართველობაში ააიპ-ების ოპტომიზაცია და რეორგანიზაცია დაიწყო. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაზე დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა ის ინფორმაცია რაც "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საკრებულოში ორი აიპის ლიკვიდაციის და რამდენიმეს გაერთიანების შესახებ საკითხები განსახილველად შეიტანა. საუბარია ააიპ "იურიდიული დახმარების ცენტრი"-ს და ააიპ "ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრი"-ს ლიკვიდაციაზე, ხოლო ააიპ "ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი", ააიპ "სახელოვნებო გაერთიანების ცენტრი" და ააიპ "სასპორტო სკოლების გაერთიანების ცენტრი" ერთმანეთს შეერწყმება. ასევე გაერთიანდება ააიპ "უზრუნველყოფა" და ააიპ "დასუფთავება".

მერიის წარმომადგენელი აცხადებს რომ - „არასამეწარმეო იურიდიული ფირმის ოპტიმისაცია მოხდა იმიტომ რომ არ აკმაყოფილებენ კანონის 106 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დააფუძნოს საჭიროებიდან გამომდინარე იურიდიული პირი, იმ კუთხით რომ მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში უფრო ორიენტრებული გახადოს ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიური ხარჯვა და მოქალაქეების საჭიროებისა და კომუნალური თუ ინფრასტრუქტურული პროექრების განხორციელებაზე. სწორედ  ამას გულისხმობს 106 პრიმა მუხლი, იქიდან გამომდინარე რომ სწორედ ამ ფუნქციებს, თვითმმართველობა თავად უზრუნველყფოს ვითხოვთ იურიდიული დახმარების ცენტრის ლიკვიდაციას და გამოთავისუფლებული ხარჯები მიმართული იყოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე“

კომისიაზე საკითხები განიხილეს და ბიუროზე გატანას მხარი დაუჭირეს.