ცვლილებები რუსთავის მერიაში

2017-11-30 23:24:23

რუსთავის მერიაში ცვლილებების განხორციელება იგეგმება. კერძოდ შესაძლოა გაუქმდეს რამდენიმე ააიპ-ი და ასევე რამდენიმე ააიპ სამსახური გაერთიანდეს.

„ინფო რუსთავის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით იგეგმება, რომ უზრუნველყოფის სამსახურს შესაძლოა შეურთდეს დასუფთავების სამსახური.

ასევე შესაძლოა გაერთაინდეს, სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრი, სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი და ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი.

რაც შეეხება სამსახურების გაუქმებას. 2018 წლიდან, სავარაუდოდ რუსთავის იურიდიული დახმარებისა და ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრის გაუქმება იგეგმება.