რუსთავში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

2024-04-29 13:35:07

რუსთავში მე-19 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ბინაში გაზქურას გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.