პატლამენტთან, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს

2024-04-29 00:02:25

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის პსრეი გაუშვეს.

სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი მაშინ გაუშვეს, როცა აქციის მონაწილეები პარლამენტთან "ქართული ოცნების" ხვალინდელი აქციისთვის დამონტაჟებულ სცენაზე ასვლა სცადეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულები არიან სპეცრაზმელებიც.

აქციის მიმდინარეობისას განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

“თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. 

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. 

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ  მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს”,- ნათქვამია განცხადებაში.