თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

2019-02-22 10:46:34

თურქეთში, ქალაქ ბელეკში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით სავარო ცენტრის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა რომ მაღაზიებიდან მოპარული იყო 9 ნივთი.

პოლიციამ სათვალთვალო კამერები გაშიფრა და დადგინდა რომ ქურდობა 17:45 წუთზე მოხდა, ხოლო ქურდობაში ბრალდებულები ქართველი ფეხბურთელები არიან.

პოლიციამ ადვილად მიაგნო ფეხბურთელების ადგილსამყოფელს, ჩხრეკისას კი მოპარული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

არსებული ინფორმაციით ფეხბურთელები კლუბ "ცხინვალი"-ს მოთამაშეები არიან, ისინი შეკრებაზე თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ერთერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

როგორც თურქული მედია იტყობინება ფეხბურთელებმა გიორგი. ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. სავაჭრო ცენტრიდან ჯინსის შარვლები, შორტები და ბოტასები მოიპარეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ფაქტის შესახებ საქართველოს საელჩოს უკვე ეცნობა.

 

RUSTAVI