რუსთავში აბონენტებს ელ.ენერგიის მიწოდება 7 საათით შეეზღუდება

2026-09-14 17:49:31

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება 7 საათით შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით 15 სექტემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს 21-ე, შარტავას, მე-20, ლეონიძის, ჩერკასკის, ქუთაისის ქ., ლესელიძის, კოსტავას ქუჩაზე.