2026-09-14 23:02:38
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში-ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის, შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი 112-ის ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა, გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრა, რომ დაშავებული პაციენტებიდან ერთი უკვე სახლშია გაწერილია.
კლინიკაში რჩება ორი ქალი და ერთი მამაკაცი.
მათ დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.