აფრიკის დასახლებაში აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2026-11-26 13:10:08

აფრიკის დასახლებაში აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ორია დამიანი იმყოფებოდა, ჯერ აფეთქება მოხდა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. სახლიდან გამოსვლა 60 წლამდე ქალმა მოახერხა, მისმა ძმამ კი ვერ და ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ერთ-ერთი ვერსიით, შეშის გამათბობელთან ბენზინის ბოთლი იდო და სწორედ ამან გამოიწვია აფეთქება.