დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

2026-11-26 11:21:31

ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ბიჭი სახლიდან 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

"თუ ვინმეს სადმე უნახია გავიდა სახლიდან დილის 12 საათზე, აცვია ყვითელი ზედა და ჭრელი შარვალი. გთხოვთ შეგვეხმიანეთ. 555547051",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.