რუსთავში რომელი ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია იგეგმება 2027 წელს

2026-11-21 20:22:24

რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტიდან 28 მილიონზე მეტი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება, მათ შორის:

გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება - 23 603 700 ლარი;

გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 2 172 500 ლარი;

საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება -  2 312 900 ლარი.

შემდეგი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგეგმება:

მელიქიშვილისა და ლომოურის გასასვლელებში გზისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა;

გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გაგრძელებისა და აღმაშენებლის გამზირთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა;

მოდებაძის ქუჩისა და სპორტის აკადემიის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია;

ნიშნიანიძისა და დოლიძის ქუჩების რეაბილიტაცია;

გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის II ეტაპი;

სასაფლაოს ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია;

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;

მესხიშვილის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია - რუსთაველის მოედნიდან თოდრიას წრემდე;

შუქნიშნების შეძენა-მონტაჟი.