რამდენ ლარად შეიძენთ 1 ამერიკულ დოლარსა და ევროს

2026-11-21 19:26:56

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5926 ლარია. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0007 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 2.8423 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.