რუსთავში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა [video]

2026-11-05 00:24:24

რუსთავში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა. [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალურ ხიდზე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი 50 წლამდე კაცს დაეჯახა. მგზავრის თქმით ქვეითმა მიკროავტობუსს წინ გადმოურბინა.

პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, არსებული ინფორმაციით მას ამჯერად ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.