2026-11-04 17:34:34
"ფორმულას" შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
"ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. უსაფრთხოდ გამოყვანილია ყველა მოქალაქე. მიმდინარეობს შენობის კიდევ ერთხელ გადამოწმება",- განაცხადა მღებრიშვილმა.
ფოტო: მოსე