იტალიაში 20-მდე სართაფის ქურდობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-10-18 12:25:37

იტალიის პოლიციამ 20-მდე სარდაფის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 21 წლის მოქალაქე დააკავა.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მას წარსულში ჩადენილი კიდევ 11 ქურდობის ფაქტი დაუმტკიცდა.

21 წლის კაცმა ასევე საქართველოს 19 წლის მოქალაქესთან ერთად დამატებით 7 ავტოფარეხი და სარდაფი გაქურდა.