2026-10-17 19:54:22
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 51-ე კმ-ზე (მუგუდას ხევი) არსებულ სახიდე გადასასვლელზე, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.