ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2026-10-17 17:57:54

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.