რუსთავში კორპუსის ფანჯრიდან ნარჩენების გადმოყრისთვის დაჯარიმდებით

2026-10-11 23:00:00

რუსთავში კორპუსის ფანჯრიდან ნარჩენის გადმოგდებისთვის დაჯარიმდებით.

არაერთ რუსთაველს Facebook ჯგუფში დაუწერია, რომ მათი მეზობლის მიერ ფანჯრიდან გადმოგდებული ნარჩენილით ავტომობილი დაზიანებულა ან დანაგვიანებულა.

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან გამოიწვევს კანონდამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარით.