პოლონეთში საქართველოს 25 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

2026-10-11 18:19:09

პოლონეთში, საქართველოს 25 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.

ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს და წერს, რომ კაცს სახლში ყოფნისას მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის მკვიდრია და პოლონეთში სამუშაოდ იყო ჩასული.
ცხედარს შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ გადმოასვენებენ.