2026-10-11 16:09:19
რუსთავში რვა 23 სართულიანი ახალი კორპუსი აშენდება.
კორპუსების ასაშენებლად განაშენიანების დეტალური გეგმა რუსთავის საკრებულომ დაამტკიცა. წარმომადგენლობითმა ორგანომ მიწის ნაკვეთისთვის ზონის ცვლილებაზეც იმსჯელა და კოეფიციენტი კ-2-დან 3.5-მდე გაუზარდა.
8 ახალი მრავალსართულიანი ბინის აშენება მე-19 მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ 56 000 კვ.მ-ზე იგეგმება.
მაცნეზე გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, 23 სართულიანი კორპუსის პირველი სართული კომერციულ ფართს დაეთმობა, მე-3 და მე-3 სართულზე კი პარკინგი განთავსდება. გარდა ამისა, კორპუსების მიმდებარედაც მოეწყობა მიწის ზედა ავტომობილების სადგომები.
1-ელ კორპუსთან - 56 საპარკინგე ადგილი
მე-2 კორპუსთან - 52;
მე-3 კორპუსთან - 50;
მე-4 კორპუსთან - 28;
მე-5 კორპუსთან - 30;
მე-6 კორპუსთან - 30;
მე-7 კორპუსთან - 55;
მე-8 კორპუსთან - 74.