როგორი იქნება "რუსთავქალაქობა 2026-ის" დღის განრიგი

2026-10-08 11:09:20

"რუსთავქალაქობა 2026-ის" ღონისძიებები 10:00 საათიდან რუსთავის ცენტრალურ პარკში დაიწყება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

10 ოქტომბრის დღის განრიგი:

10:00 საათიდან: რუსთავის ცენტრალური პარკი
 შემოქმედებითი და  საბავშვო- გასართობი პროგრამები 
“ჩვენი თეატრის” კოსტუმირებული წარმოდგენა

18:00 საათი: დიჯეი 

21:00 საათი: გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია რუსთავქალაქობის მთავარ სცენაზე, ულამაზესი სანახაობა, 
სიმფონიური ორკესტრი და ბენდი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, არმაზ დარაშვილი, გიორგი ლომისელი, ქართული ხმები, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი”, ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და  დიმიტრი ხეთაგუროვი.