2026-09-28 17:01:18
რუსთავში 2000-ზე მეტ აბონენტს დენი დღის განმავლობაში 2-ჯერ გაეთიშება.
ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.
მათი ცნობით, 29 სექტემბერს 15:00-დან 15:30 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვი, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, მცხეთის, გოგოლის, ბარნოვის, გ. ჯავახიშვილის, კახეთის, ჩეხოვის, სამგორის, ჩაპაევი, ჯავახიშვილის, ჭყონდიდელის დასახლება, მშვიდობის.
იგივე ქუჩებზე დენი გაითიშება 17:00-დან 17:30-მდეც.