ძლიერი აფეთქებების ხმა რუსთავში

2026-09-28 11:43:38

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოქალაქეებმა ორ წუთიანი ინტერვალით 11:16 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

მოქალაქეები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ კითხვით, საიდან მოდის აფეთქების ხმა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს და აფეთქების ხმები სწორედ იქიდან მოდის.

წვრთნები 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება