2026-09-24 23:37:25
რუსთავში ავარიის დროს ავტომობილი წრეზე ავარდა და განათების ბოძს დაეჯახა [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "სუბარუსა" და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები დაეჯახა. შეჯახების შემდეგ "სუბარუს" მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით წრეზე ბორდიურზე ავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.