"შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება"

2026-09-24 14:51:18

მომდევნო დღეებში მთლიანი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. 

მოსალოდნელ ნალექიან ამინდთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

" 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"