2026-09-22 11:26:26
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე გამოადეპორტეს.
ინფორმაცია ირლანდიური მედია ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპორტირებულებიდან 33 მამაკაცია, 7 ქალი და 3 ბავშვი.
ირლანდიის პოლიციის ცნობით, დეპორტირებული მამაკაცებიდან ოთხი ადრე სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.
დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების თვითმფრინავი დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 20 სექტემბერს გაემგზავრა.
ირლანდიის მთავრობის ცნობით, თვითმფრინავის დაქირავებისა და ფრენის სხვა ხარჯების საერთო ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა.