2026-09-18 17:42:24
რუსთავში ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. [video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთაველის ქუჩის და დავით გარეჯის ქუჩის კვეთაზე, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის სატვირთო, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "მიტსუბიშის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ეკიპაჟები.