არადეკლარირებული ოქროს შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა

2026-09-17 13:54:43

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 594 გრამი ოქროს ნაკეთობები მათ შორის, ოქროს მონეტები და ზოდები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164 995 ლარი შეადგინა. 

4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 16 250 ლარის ოდენობით დაჯარიმდა",- ნათქვამია განცხადებაში.