პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

2026-09-17 13:17:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის,  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების ავტომობილების, პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი  პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.