რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

2026-09-15 16:40:31

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.