რუსთავის გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელიც 50 წლის კაცის მკვლელობისთვის იყო დაკავებული

2026-09-15 18:56:39

რუსთავში 50 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი 3,5 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.

საქმესთან დაკავშირებით პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა.

პროკურატურამ ბრალის შემსუბუქების შემდეგ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად შუამდგომლობით მიმართა. უწყება არასრულწლოვანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა არასრუწლოვანის ადვოკატმა ალი ბადიროვმა, რომელმაც "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშმყოფმა მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა და სასამართლო დარბაზიდან გირაოს გარეშე უნდა გათავისუფლებულიყო.

ადვოკტის პოზიცია გაითვალისწინა მოსამართლემ და არასრულწლოვანი თავისუფლია.

მადონა მაისურაძის ეს გადაწყვეტილება ალი ბადიროვისთვის იმედი მომცემია და ამბობს, მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არასრულწლოვანი სრულიად გამართლდება.