3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

2026-09-11 19:13:04

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.