სროლის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს

2026-09-11 14:27:12

ოზურგეთში ორმხრივი სროლის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაჭრილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

გამოცემა "გურია ნიუსი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თავდასხმის დროს სახლში დაჭრილი კაცის გარდა მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშრებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის დაწყებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.