2026-09-11 13:35:39
თბილისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მიმავალი N23 ავტობუსის მარშრუტი იცვლება.
ცვლილებასთან დაკავშირებით რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
"თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობის აღდგენის გამო, დროებით შეიცვალა რუსთავის N23 მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი.
23 ნომერი ავტობუსი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გალაქტიონის ხიდის გავლით მოხვდება რესპუბლიკის მოედანზე და ჩვეული მარშრუტით გააგრძელებს მოძრაობას.
დაბრუნებისას, რესპუბლიკის მოედნიდან გალაქტიონის ხიდის გავლით მოხვდება მარჯვენა სანაპიროზე და გააგრძელებს მოძრაობას რუსთავის მიმართულებით",- ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.