დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-09-10 11:43:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.