2026-09-09 20:11:36
17 წლის მათე ხატიაშვილი, ესპანეთის შემდეგ, კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული და ასევე ასაკობრივი ნაკრებების კალათბურთელი, წინა წელს ესპანურ საკალათბურთო გუნდში "ბასკონია",- ში თამაშობდა.
24 მარტს, მათე ხატიაშვილმა ბასკონიის ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ახალგაზრდულ ევროლიგაში, თავის გუნდს "ბასკონიას" 17 ქულით დაეხმარა. რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის და მეტოქე გუნდი ანგარიშით 96:64 დაამარცხა. ხატიაშვილი მატჩის MVP გახდა.
მათე აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) გადავიდა, იქ სამხრეთ კალიფორნიის აკადემიის პროგრამაში ჩაერთო. (SOCIAL ACADEMY)