საქართველოდან აფრენილი თვითმფრინავი თურქეთში ზღვაში ჩამოვარდა

2026-09-09 16:59:13

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.

თვითმფრინავი ზღვაში რიზე-ართვინის აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 4 საზღვაო მილის დაშორებით დაეშვა.

თვითმფრინავიდან ორი ადამიანი გადმოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.