2026-09-08 20:13:56
რუსთაველი კალათბურთელი პავლე წიკლაური იტალიის საკალათბურთო კლუბში განაგრძნობს ასპარეზს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთი"-სთვის გახდა ცნობილი, 15 წლის კალათბურთელი სამხრეთ იტალიის, ფოჯის პროვინციაში კლუბ "მედიტერანია 1992"- ში განაგრძობს თამაშს.
პავლე წიკლაური რუსთავის A დევიზიონში თამაშობდა, მისი მწვრთნელი კი დავით არწივიძე იყო. თავდაპირველად კალათბურთელი კემპ ბანაკში შეამჩნიეს, რის შედეგაც კლუბის აგენტი მწვრთნელს დაუკავშირდა. მოლაპარაკების შემდეგ კი პავლე წიკლაური მალევე 4 წლიანი კონტრაქტით მიიწვიეს.
თავდაპირველად პავლე under 17-ში მოსამზადებელ პერიოდს გაივლის, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ წვრთნებში რის შემდეგაც გუნდს შეუერთდება.