2026-09-08 14:52:54
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 1 ადამიანი.
შემთხვევის დროს სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
ოჯახის წევრებმა სახლის დროულად დატოვება მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.