უბედურ შემთხვევას 25 წლის რუსთაველი ემსხვერპლა

2026-08-28 00:08:55

რაჭაში უბედურ შემთხვევას 25 წლის რუსთაველი ბიჭი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც რაჭაში სტუმრად იმყოფებოდა, ჩანჩქერთან ფეხი დაუცურდა, ქვას თავი დაარტყა და წყალში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადე, რომ მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი ჩანჩქერიდან დღეს ამოიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.