2026-08-26 17:52:14
ანტალიის აეროპორტში, ტერმინალი 2-ის ავტოსადგომზე, საქართველოს მოქალაქე 38 წლის ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა ჰუსეინ დურმაზმა ანტალიის აეროპორტის მე-2 ტერმინალის ავტოსადგომზე სამსახურებრივი პისტოლეტით საქართველოს მოქალაქე ქალს ესროლა. ადგილზე პოლიციისა და სამედიცინო ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ყოფილი პოლიციელი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პოლიციელი საქართველოს მოქალაქეს მუდმივად ემუქრებოდა და როდესაც დილით ქალი სახლში არ დახვდა, აეროპორტში მივიდა, მანქანიდან იარაღი აიღო და დანახვისთანავე ესროლა.
ინფორმაციას თურქული მედია "haber.sol.org" ავრცელებს