ამერიკის ვიზების განცხადების განხილვა შეჩერდა

2026-08-26 12:54:08

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის განხილვა შეაჩერა.

გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ქვეყანაში შესვლის მსურველთა მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების ნაწილია.

ახალი ინიციატივა აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა.

საკონსულოებში ვიზის ინტერვიუების ნაწილი გადაიდო, რათა თანამშრომლებს სიღრმისეული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

უკვე დაგეგმილი ინტერვიუების მქონე აპლიკანტებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ მათი შეხვედრები გაუქმდა. მათ ახალი თარიღისა და დროის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

ახალი პროცედურების მიზანია, ვიზის თითოეული განმცხადებლის მდგომარეობა სრულყოფილად და თანმიმდევრულად შეფასდეს, მათ შორის იმის დასადგენად, ხომ არ გახდება ის მომავალში აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული.

ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს