ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

2026-08-26 12:00:04

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფინანსური პირამიდების რისკებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

"სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით, თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება. 

ის მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.

ლაშა გზირიშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული მოდელი წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მაგალითს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა",- ნათქვამია განცხადებაში.