1 სექტემბრიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ახალი მარშრუტი ამოქმედდება

2026-08-25 19:01:20

1 სექტემბრიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ახალი მარშრუტი ამოქმედდება.

როგორც ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია N25 ავტობუსი გზავრებს სამგორის მიმართულებით გადაიყვანს და გზად გაივლის აუთლეტ ვილიჯს, ლილო მოლსა და ისთ ფოინთ.

"№25 მუნიციპალური ავტობუსი, რუსთავიდან  თბილისის მიმართულებით, ხალხთა მეგობრობის გამზირიდან  (გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ჟიული შარტავას გამზირის გავლით შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:
ხალხთა მეგობრობის გამზირი (გმირთა მოედანი); 
ხალხთა მეგობრობის გამზირი №5; 
ხალხთა მეგობრობის გამზირი №9;
ხალხთა მეგობრობის გამზირი (იუსტიციის სახლი);
ხალხთა მეგობრობის გამზირი №41;
ხალხთა მეგობრობის გამზირი (№2 დიაგნოსტიკური ცენტრი;)
ჟ. შარტავას გამზირი №7;
ჟ. შარტავას გამზირი №15;
ჟ. შარტავას გამზირი №21;
ჟ. შარტავას გამზირი №25;
თბილისი აუთლეტ ვილიჯი (კახეთის გზატკეცილი); 
ლილო მოლი (კახეთის გზატკეცილი),
ისთ ფოინთი (კახეთის გზატკეცილი), 
თბილისი მეტრო სადგური სამგორი.
აღნიშნულ მარშრუტზე, მგზავრებს  ექვსი ერთეული ავტობუსი 30 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება",- ნათქვამია ინფორმაციაში.